არგენტინის თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ბოკა ხუნიორსმა” „სენტრალ ნორტეს” 3:0 მოუგო და ამ შეხვედრაში ორი გოლით თავი „ნაპოლის” ყოფილმა თავდასხმელმა, შემდეგ კი „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 37 წლის ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ თასის ოცდამეთორმეტედფინალი გამორჩევით აღნიშვნისთვის მეტისმეტად ადრეული ეტაპია და იქ გატანილ გოლისთვის დროის დათმობა არც ღირს, არგენტინელი ტელეკომენტატირის ღრიალს მოუსმინოს.

ედინსონ კავანი „ბოკამდე” თამაშობდა „დანუბიოში”, „პალერმოში”, „ნაპოლიში”, „პარი სენ ჟერმენში”, „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „ვალენსიაში”.