ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ უდანაკაგო მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი „ბათუმია.“ ზღვისპირელებს 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ – 4 თამაში, 4 მოგება. ამჯერად მათ „თელავი“ დაამარცხეს სტუმრად დავით მუჯირის გოლით.
პირველად დამარცხდა გორის „დილა.“ გორელებმა „ტოპედოსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგეს. ქუთაისელებმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვეს. მათმა ლიდერმა გიორგი არაბიძემ კი ულამაზესი ბურთი გაიტანა.
ეფექტური გამოდგა 21 წლის საბა მამაცაშვილის გოლიც „იბერია“ – „დინამოს“ მატჩში. საბამ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია, თუმცა ამ ეპიზოდში დინამოელთა მეკარეს და მცველებს მეტი ყურადღება მართებდათ.
ამ დროს „დინამო“ უკვე რიცხობრივ უმცირესობაში გახლდათ. მეკარე გიორგი ლორია საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და მალელ შეიკნე სილას შეეჯახა. ჯარიმა „ბოლო იმედისა“ აღმოჩნდა. მსაჯმა ირალი ხერხაძემ ვეტერან გოლკიპერს წითელი ბარათი უჩვენა. კარში ჭაბუკი მიხეილ მაქაცარია ჩადგა, რომელმაც ნახევარცველი დანიელ რომანოვსკი შეცვალა.
პირველი ქულა აიღო და პირველი გოლი გაიტანა „სამგურალმა“ (სხვათა შორის, „დინამო 2“- დან გადასული 19 წლის წყალტუბოელი ლუკა შეროზიას საჯარიმოს გარედან გატანილი გოლიც საკმაოდ ლამაზი გამოდგა).
ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ „გაგრამ“ „სამტრედიას“ სძლია. ეს გაგრელთა პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში.
სამგურალი 1:1 კოლხეთი
0:1 ლაშა კოხრეიძე (5), 1:1 შეროზია (15)
იბერია 1:0 დინამო
1:0 მამაცაშვილი (45+2)
გაძევება: ლორია (34)
სამტრედია 1:3 გაგრა
1:0 გოგოლაშვილი (12), 1:1 პაპუაშვილი (22), ხარებაშვილი (28), 1:3 ვაწაძე (48)
ტორპედო 1:0 დილა
1:0 არაბიძე (45+1)
თელავი 0:1 ბათუმი
0:1 მუჯირი (38)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იბერია 1999 | 36 | 23 | 6 | 7 | 74:46 | 75 |
ტორპედო | 36 | 21 | 7 | 8 | 58:40 | 70 |
დილა | 36 | 19 | 11 | 6 | 58:30 | 68 |
ბათუმი | 36 | 15 | 10 | 11 | 42:41 | 55 |
სამგურალი | 36 | 11 | 11 | 14 | 51:49 | 44 |
კოლხეთი | 36 | 9 | 14 | 13 | 48:58 | 41 |
დინამო | 36 | 9 | 12 | 15 | 33:44 | 39 |
გაგრა | 36 | 11 | 5 | 20 | 36:53 | 38 |
თელავი | 36 | 8 | 10 | 18 | 32:43 | 34 |
სამტრედია | 36 | 5 | 12 | 19 | 33:61 | 27 |
მეგოლეები: ლაშა კოხრეიძე (კოლხეთი), ბიორნ იონსენი (ნორვეგია, ტორპედო), შოთა ნონიკაშვილი (იბერია), ტაირელ ვოუტერი (ნიდერლადები, დილა) – 3, გიორგი არაბიძე (ტორპედო), გიორგი ხარებაშვილი (გაგრა), ომრან ჰაიდარი (ავღანეთი, სამტრედია), მამუკა კობახიძე (ბათუმი), გიორგი კოხრეიძე (იბერია) -2