ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „არსენალსა“ და „პორტუს“ შორის, ძირითად დროში ლონდონურმა კლუბმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამიდან გამომდინარე (1:1) შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, რომელშიც გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. პენალტების სერიაში კი „არსენალის“ ფეხბურთელები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ – 4:2.
ამრიგად, „არსენალი“ 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მაშინ ამ ეტაპზე ლონდონური კლუბი „ბარსელონას“ შეხვდა და ჯამში 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „არსენალმა“ B ჯგუფში ოთხი გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.