მართალია „ნაპოლის” კარს უკვე სერია A-ს მომდევნო თამაში მოადგა, მაგრამ ლაპარაკი ბოლო შეხვედრაზე, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა, არ წყდება. რადიო Kiss Kiss-ის ჟურნალისტი კარლო ალვინოც გასული შეხვედრის თემას დაუბრუნდა. მან „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი გამონათქვამები გაიხსენა და შეაფასა:

Referee Daniele Orsato reacts during the Serie A TIM match between AC Milan and Atalanta BC at Stadio Giuseppe Meazza on February 25, 2024 in Milan,...„მაშ, „იუვენტუსი” გამარჯვებას იმსახურებდა? მაშ, ალეგრი ამბობს, რომ მისმა გუნდმა „ნაპოლიზე” მეტი საგოლე მომენტი შექმნა? რას გეტყვით, იცით? ეგ ტოსკანელი მწვრთნელი წინააღმდეგობებით სავსე ადამიანია. გახსოვთ რას ამბობდა მასიმილიანო ალეგრი ერთი ხნის წინ? ის ბრძანებდა, რომ სანახაობა თუ მოუნდება, ცირკში წავა. ნუთუ ეს თეორია აღარ მოქმედებს? რამე შეიცვალა?”

შემდეგ ალვინომ „ნაპოლისა” და ტურინის კიდევ ერთი გუნდის, „ტორინოს” მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ წინასწარ ეშინია მსაჯობის.

პარასკევის მატჩის მთავარ მწვრთნელად დანიშნულია დანიელე ორსატო. VAR-ის ოთახს კი პაოლო ვალერი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოში” საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი თამაშობს.