მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაში 27 გოლი გაიტანა.
„ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:0) გატანილი ორი გოლი შესაბამისად, 26-ე და 27-ე გამოდგა ტურნირზე ინგლისელისთვის. ამ მაჩვენებლით კეინი „ჩელსის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს გაუტოლდა.
ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ გაიტანა მეტი – მან ჩემპიონთა ლიგაში 30-ჯერ გამოიჩინა თავი.
შეგახსენებთ, რომ კეინი „ბაიერნში“ გასულ ზაფხულს „ტოტენჰემიდან“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა, ამ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე მიუნხენური გუნდის შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, 33 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან ძალაშია 2027 წლის ივნისის ბოლომდე.