„ნაპოლიმ” „იუვენტუსს” 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ქვემოთ გაგაცნობთ, თუ როგორ შეაფასეს ქართველი გარემარბის თამაში იტალიურმა, მეტწილად ნეაპოლურმა საიტებმა. გარდა ამისა ილუსტრაციის სახით გთავაზობთ ორი საერთაშორისო პორტალის Flashscore-სა Whoscored-ის შეფასებებს. მოგეხსენებათ, ეს პორტალები თავიანთ ქულებს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერენ
calciomercato 7,5 — მთელი მატჩის განმავლობაში ამოუცნობი იყო. ნებისმიერი მოქმედების დროს მეტოქეებისთვის ხიფათს წარმოადგენდა. რამდენიმეწუთიან მონაკვეთში მეტოქეებს ორი ყვითელი ბარათი მიაღებინა, შემდეგ კი მარჯვენა ფეხით შესრულებული ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა.
iamnaples 7,5 — ეს იყო კვარაცხელიას მშვენიერი თამაში. რასაც მოისურვებდა ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებდა. კამბიასომ მოედანი თავის ტკივილით დატოვა. სავარაუდოდ იყო კიდევ ორი ეპიზოდი, როდესაც მსაჯ მარიანის მისი მეტოქეებისთვის ყვითელი ბარათი უნდა ამოეღო, მაგრამ ასე არ მოიქცა. შემდეგ კი კვარცხელიამ გაიტანა გოლი, რომელიც ამ სეზონის კიდევ ერთი მარგალიტი იქნება.
areanapoli 8 — ის იყო მოუხელთებელი. მეტოქეებს ყვითელი ბარათები მიაღებინა. გოლი, რომლითაც მან ანგარიში გახსნა მომხიბვლელი გახლდათ. შესვენების მერე სცადა იგივე გაემეორებინა, მაგრამ ვეა მიუჩინეს და შეტევაში ბრწყინვალება დაკარგა. გოლი შემდეგ მისი ჟესტი მკაფიო იყო. ის ნიშნავდა: მე აქ ვრჩები!
napolipiu 10 — კვარაცხელია ამ შეხვედრის სახე იყო. მან თავისი ევროგოლით დააწინაურა გუნდი. სცენაზე ცეცხლი ქართველმა თავდამსხმელმა დაანთო.
tuttonapoli 7,5 — მან თავიდანვე ტაშის ღირსი ფეხბურთი გააჩაღა. მის წინააღმდეგ უხეშობისთვის რამდენიმე მეტოქე ყვითელი ბარათით დასაჯეს. შესანიშნავი დარტყმით შჩესნის გოლი გაუტანა და ინიციატივა განამტკიცა. კვარაცხელიას გუნდიც ეხმარებოდა.
calcionapoli24 7 — 37-ე წუთზე მან მთელი მოედანი გაირბინა და კარში დარტყმაც კი მოახერხა, ხოლო შემდეგ გაიტანა გოლი, რომელმაც ინსინიეს მიერ 2020 წლის იანვარში გატანილი გოლი გაგვახსენა. კიეზას საპასუხო გოლის დროს მოვლენისგან შემაშფოთებლად შორს იდგა, მაგრამ მასზე მეტად დამნაშავე ჟელინსკია.
calcionapoli1926 7,5 — კვარაცხელიამ ითამაშა სრულყოფილი ფეხბურთი და ევროგოლი გაიტანა. გოლამდე ორი მოწინააღმდეგე გააფრთხილებინა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის შეუჩერებელი იყო. თავის დონეს დაუბრუნდა.





