აზერბაიჯანულმა „გაბალამ“ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია – ამ თანამდებობაზე კახა ცხადაძე იმუშავებს, მას კი ასევე ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება.

ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატში, „კასპიიში“ მუშაობდა. მათთვის არც აზერბაიჯანის ჩემპიონატია უცხო – ორივე სპეციალისტი წლების მანძილზე ამ ქვეყნის ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდნენ.

„გაბალამ“ ქართველ მწვრთნელებთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.