დანი ალვეშს 4,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ მცველს 23 წლის ქალის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. 20 იანვარს ალვეში წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს და რამდენჯერმე უთხრეს უარი გირაოთი გათავისუფლებაზე, საბოლოოდ კი პატიმრობა მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის დანი ალვეში „ბარსელონას“ მაისურით 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ბრაზილიის ნაკრებთან (126 მატჩი, 8 გოლი) ერთად კი „კოპა ამერიკისა“ და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული… და მოკლედ, ის არის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელი.