ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო დღეს ბაქოში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა 47 წამში იპონით დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული.

ტურნირის ბოლო დღეს სულამანიძის გარდა კიდევ ექვსი ქართველი გამოდიოდა, მაგრამ გურამ თუშიშვილმა, შალვა გურეშიძემ (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილმა, აკაკი ჯაფარიძემ (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძემ (100 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78) შეჯიბრებას მედლის გარეშე დაასრულეს.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ბაქოში გამოსვლა ორი მედლით დაასრულა – ტურნირის პირველ დღეს ეთრ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.