სირილ ნგონგეს მიერ „ჯენოას” კარში გატანილმა გოლმა „ნაპოლის” მწვრთნელი ვალტერ მაცარი თორმეტ თამაშში მეექვსე წაგებისგან იხსნა. სადღეისოდ მაცარის შედეგი ასეთია: 12 მატჩში 5 მარცხი, რაც მისი წინამორბედის რუდი გარსიას შედეგზე უარესია.

ფრანგმა გარსიამ 12 შეხვედრაში 21 ქულა მოიპოვა, იტალიელმა მაცარიმ — 15. გარსიას „ნაპოლი” მეოთხე ადგილზე ჰყავდა, მაცარის მეცხრეზე ჰყავს. ოცდახუთი ტურის შემდეგ მეოთხეზე „ატალანტაა”, რომელიც „პარტენოპეელებს” 6 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტი აქვს.

მაცარის შედეგია: 4 მოგება (მათგან სტუმრად მხოლოდ ერთი, თავის პირველ შეხვედრაში, ზემოთ ხსენებულ „ატალანტასთან”), 5 მარცხი და 4 ფრე.

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battles for possession with Stefano Sabelli of Genoa CFC during the Serie A TIM match between SSC Napoli and...