თბილისის „დინამოს“ მცველი დავით კობოური კარიერას უნგრულ „უიპეშტიში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ფეხბურთელის ახალი გუნდი იუწყება.

დავით კობოური „დინამოს“ აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. მან გუნის ფორმით ყველა ტურნირზე 200 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. თამაშობდა საქართველოს ყველას ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებში.

კობოური „დინამოსთან“ ერთად ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა.

მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში „უიპეშტი“ (რომელიც 20-გზის ჩემპიონია), მეცხრე ადგილზეა.