აურელიო დე ლაურენტისმა კასტელ ვოლტურნოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუდი გარსიასთან კონფლიქტის შესახებ ილაპარაკა:

„ამბობენ, მე რომ მწვრთნელი ვიყო იმისათვის, რაც გარსიას გავუკეთე სასამართლოში ვიჩივლებდი. ამბობენ, რომ მე გარსიას სახელი გავუტეხე. ჩემი რწმენით გარსია თავის დროზე საფრანგეთის ლიგა 1-ში კარგი მწვრთნელი იყო. იტალიაში, მისი ხელმძღვანელობით, „რომა” ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე. როდესაც სერია A-ში დებიუტი ჰქონდა, ზედიზედ ათი შეხვედრა მოიგო. მესამე სეზონში ის გააგდეს, რადგან გუნდში ურთიერთობების მართვა ადვილი არ აღმოჩნდა. 2017-18 წლების სეზონში გარსიამ „მარსელი” ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მადრიდის „ატლეტიკოსთან” წააგო. 2019-20 წლებში მან უკვე „ლიონი” გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მერვედფინალში „იუვენტუსი” გააგდო.

რა გავაკეთე არასწორად? როდესაც პრეზენტაციის დღეს მან თქვა, რომ „ნაპოლის” თამაშები ნანახი არ ჰქონდა, არ დავუჯერე. შემდეგ კი შევამჩნიე, რომ თავისავე შეძენილ ფეხბურთელებს არ იყენებდა. უნდოდა თავისი მიმართულება ჰქონოდა. ვაცადე. არ მინდოდა ეთქვათ დე ლაურენტისი რაც მოეპრიანება იმას აკეთებსო, ამიტომ მალევე არ გავუშვი სამსახურიდან.

რატომ გავუშვი? იმიტომ, რომ „ემპოლისთან” შეხვედრის დღეს მე მას ვუთხარი, ჩემი აზრით ცდები-მეთქი, მან კი მიპასუხა: „ნება მომეცი ეს თავად გადავწყვიტო”. როდესაც ასე გპასუხობენ ან მართლა უნდა მოკეტო ან ვინც ეს გითხრა პირდაპირ გააგზავნო ერთ ადგილას.

შესვენებისას გასახდელში ჩავედი და გარსიას ვუთხარი: „რა ჩემს ….ს აკეთებ? გინდა, რომ გაგაგდო? და ასეც მოხდა. შეხვედრა როგორც კი დასრულდა, მივედი და ვუთხარი, რომ გაე…ვა”.