Peter Moore lifts lid on what it's like to work with Jurgen Klopp at Liverpool - Liverpool Echo„ლივერპულის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ მერსისაიდურ კლუბს სრული გადატვირთვა ელის იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ.

„კლუბი გაიყინა სრული გადატვირთვის მოლოდინში. ბოლოს და ბოლოს, არა მხოლოდ კლოპი მიდის, არამედ ლეინდერსი და კრავეციც (კლოპის თანაშემწეები). გარდა ამისა, „ლივერპულს“ ახალი სპორტული დირექტორი სჭირდება. საქმე მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. მერსისაიდელი გულშემატკივრები მწვრთნელებს ლეგენდებად აქცევენ. ისინი ჩვენთვის უფრო მეტს ნიშნავენ, ვიდრე გამარჯვება და მარცხი“, – თქვა მურმა ინგლისურ მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს იურგენ კლოპმა სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვების შესახებ გამოაცხადა. გერმანელმა სპეციალისტმა ცხადყო, რომ გუნდის გაწვრთნის ენერგია აღარ აქვს. 56 წლის გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულს“ 2015 წლის 8 ოქტომბერს წვრთნის. ამ დროის განმავლობაში იურგენ კლოპმაწითელებთან“ ერთად შვიდი ტიტული მოიპოვა. „ლივერპულმა“ კლოპის ხელმძღვანელობით მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ლიგის თასი, ასოციაციის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.