ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – 23 წლის ფეხბურთელი გუნდს სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და დედაქალაქურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

საიმონი „ობერვილერსის“ აღზრდილია. თამაშობდა ესპანურ „ნავაროში“, ბოლო ორი წელი კი ესტონურ „პაიდეში“ გაატარა, სადაც 2022 წელს ესტონეთის თასის მფლობელი გახდა.

 

 

წილი
წინა სტატიარეშფორდს პრობლემები აქვს
შემდეგი სტატიაიტალიაში ისევ გამოჩნდა ანონიმური მსაჯი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...