„ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც „რომაში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრო ლიგა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, თუ არა ყველაზე საუკეთესო. ყველა საუდური კლუბი დიდ ძალისხმევას იჩენს იქ ცნობილი ფეხბურთელების გადასაბირებლად. ისინი მნიშვნელოვნად იხვეწებიან. მათ ჩემპიონატს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო შეჯიბრი“, – წერს სოციალურ ქსელში რომელუ ლუკაკუ.
მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, რომელებშიც 15 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.



![ზურიკოს დუბლით სენტ ეტიენმა ქულა მოიპოვა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Zuriko-davitashvili-1-218x150.jpg)
![წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Tsitaishvili.jpg)

