თბილისის  „დინამოს“ და საქრთველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას კარიოვას „უნივერსიტატეაში“ გააგრძელებს – ტრანსფერი რუმინულმა კლუბმა ოფიციალურად დააადასტურა.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კრაიოვას კლუბთან 4.5-წლიანი კონტქტი გააფორმა და ახალ გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს ორგზის ჩემპიონმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა. მან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში 2023 წელს საქართველოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.