ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვების შანსი რომ დაკარგა, მას შემდეგ გამოფხიზლდა და 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრები 15:10 დაამარცხა. არადა, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო.
პირველი მეოთხედი ჩვენებმა ერთი ბურთით წააგეს, დიდ შესვენებაზე კი გუნდები თანაბრად გავიდნენ. მესამე მეოთხედში ისევ გერმანელებმა იძალეს და 9:8 დაწინაურდნენ, თუმც ბოლო მონაკვეთი მთლიანად ქართველების იყო – დეიან სტანოიევიჩის გუნდმა რვაწუთიანი მონაკვეთი 7:1 მოიგო და დამსახურებულადაც. 15 იანვარს, მე-9 ადგილისთვის მატჩში ჩვენები საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
