Beckenbauer pioneered the sweeper positionმას კაიზერს ანუ მეფეს ეძახდნენ. ის იყო გერმანული საფეხბურთო მანქანის მწვერვალი. ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის ასევე მწვრთნელის რანგში. ის გახლდათ იმ „ბაიერნის” გული, რომელიც 1970-იანი წლების შუაში ევროპაში უპირობოდ დომინირებდა. მან ფეხბურთში ახალი ამპლუა შემოიტანა და შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ფეხბურთს პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმაში მიიღო მონაწილეობა.

He won the World Cup as Germany manager in 1990ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს ფრანც ბეკენბაუერი დარჩება გმირად, ელეგანტურ, გამჭრიახ, დახვეწილ გენიოსად და არავინ გაიხსენებს ბრალდებებს, რომლებიც მისი, როგორც ფუნქციონერის მისამართით ბოლო პერიოდში ისმოდა. თუმცა… მალე სიბერემ და ავადმყოფობამაც მოუსწრო. კაიზერ ფრანცი გახლდათ გერმანიის უმძლავრეს საფეხბურთო სახელმწიფოდ ქცევის სიმბოლო.

Later in life he was banned from footballing activities - but that did not overshadow his greatness on the fieldბეკენბაუერი 78 წლისა გარდაიცვალა. „ბილდმა” დაწერა: „გერმანია თავის უდიდეს ფეხბურთელს ემშვიდობება. ემშვიდობება მსოფლიოს ჩემპიონს — 1974 წელს ფეხბურთელის, ხოლო 1990 წელს მწვრთნელის რანგში. ადამიანს, რომელმაც 2006 წლის ზაფხულის ზღაპარი შექმნა”.

ლოთარ მათეუსი 1990 წლის მუნდიალზე ბეკენბაუერის გუნდის კაპიტანი იყო. მან თქვა: „ვიცოდი, რომ ცუდად იყო, მაგრამ მისი გარდაცვალება მაინც დიდი შოკი გამოდგა. ფრანცის სიკვდილი გერმანული ფეხბურთისთვის და მთელი გერმანიისთვის დიდი დანაკარგია. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მაგრამ ის აგრეთვე იყო დიდი პიროვნება”.

ფრანც ბეკენბაუერი ჰიტლერული გერმანიის დამარცხებიდან და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხ თვეში მიუნხენში დაიბადა. მამამისი ფოსტაში მუშაობდა. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში ის „მიუნხენ 1860″-ის გულშემატკივარი იყო. 14 წლის ასაკში პატარა ფრანცი თავდამსხმელად თამაშობდა, რომელმაც ერთ-ერთ საყმაწვილო ტურნირზე „მიუნხენ 1860″-ს უგანა და „ბაიერნს” მიეკედლა.

ოთხი წლის შემდეგ ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ასაკობრივი ნაკრებიდან გარიცხეს. მიზეზი: აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული ფეხმძიმედ იყო. მაშინ მას ნაკრების ასისტენტმა მწვრთნელმა დიტმარ კრამერმა შეაწია სიტყვა.

1965 წელს ბეკენბაუერი გახდა ახალი „ბაიერნის” წევრი. მისი თანაგუნდელები იყვნენ გერდ მიულერი და ზეპ მაიერი. მალე მისი დებიუტი გფრ-ს დიდ ნაკრებშიც შედგა: პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრაში, შვედეთში ათამაშეს. ეს ერთი შეხვედრა მწვრთნელი ჰელმუტ შონისთვის საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის ეროვნული გუნდის მუდმივი წევრი და შემდგომ კაპიტანი გამხდარიყო.

ბეკენბაუერი ფაქტობრივად დაცვის ცენტრში თამაშობდა, მაგრამ 1966 წელს ინგლისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ნახევარფინალში, „გუდისონ პარკზე”, საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში. თუმცა, ფინალში გერმანელებმა ინგლისთან 2:4 წააგეს. ეს სწორედ ის თამაშია, რომელშიც ჯეფ ჰერსტის მიერ გატანილი და ბაქოელი თანამსაჯის ტოფიკ ბახრამოვის მიერ ჩათვლილი გოლი დღემდე დავის საგანია — გადაკვეთა ბურთმა კარის ხაზი თუ არა?

ოთხი წლის შემდეგ, მექსიკაში გფრ-მ ინგლისზე მეოთხედფინალში იძია შური (3:2), მაგრამ ნახევარფინალში 3:4 წააგო იტალიასთან. ამ მატჩის ბოლოს ბეკენბაუერი ხელშეხვეული თამაშობდა, რადგან შონმა ორივე ნებადართული შეცვლა გამოიყენა და კაიზერი მოედნიდან რომ გასულიყო, გუნდი უმცირესობაში დარჩებოდა.

თავად ბეკენბაუერის მონაყოლის მიხედვით კაიზერი იმიტომ შეარქვეს, რომ ავსტრიო-უნგრეთის იმპერატორის ფრანც იზეფ პირველის ბიუსტთან ფოტო გადაიღო და მავანმა ჩათვალა, რომ ჰგავდა. ეს შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ მან სახალხოდ კაიზერის „წოდება” რასაკვირველია ფეხბურთით მოიპოვა.

1972 წელს გფრ-ს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა — ფინალში საბჭოთა კავშირი გაანადგურა 3:0. ბეკენბაუერი რასაკვირველია კაპიტანი იყო.

ორი წლის შემდეგ, დასავლეთ გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ბეკენბაუერმა და მისმა თანაგუნდელებმა ფინალში ჰოლანდიას მოუგეს 2:1 და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. 1974, 75 და 76 წლებში კაიზერ ფრანცმა „ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა თასი (დღევანდელი ლიგა) მოიგო.

„ბაიერნის” შემდეგ ბეკენბაუერმა აშშ-ში, კერძოდ ნიუ იორკის „კოსმოსში” ითამაშა, რასაც სამშობლოში დაბრუნება და „ჰამბურგში” გატარებული ორი სეზონი მოჰყვა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ გერმანული ფეხბურთის დიდმა კაპიტამნა მწვრთნელობა იკისრა და 1990 წლის მუნდიალის ფინალში დიეგო მარადონას არგენტინა დაამარცხა — 1:0.

2006 წელს გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა და ამ საქმის ორგანიზება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს დაევალა. იმ მუნდიალს გერმანელები ჩინებული ორგანიზაციის გამო დღესაც „ზღაპარს” უწოდებენ.