ფრანგი ფორვარდის კილიან მბაპეს ძმა ეთანი პსჟ-სთან პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხიავს.
16 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან ახალგაზრდული ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.
ეთან მბაპეს დებიუტი პსჟ-ის ძირითად გუნდში ლიგა 1-ის მე-17 ტურის მატჩში მეცთან (3:1) შედგა, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართა. ის მოედანზე შეხვედრის 92-ე წუთზე შევიდა.
პსჟ ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. გუნდმა 17 მატჩში 40 ქულა მოაგროვა.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

