Giovanni Di Lorenzo of SSC Napoli during the Serie A TIM match between AS Roma and SSC Napoli at Stadio Olimpico on December 23, 2023 in Rome, Italy.„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ TG1-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც მიმდინარე სეზონზე ილაპარაკა. მარჯვენა მცველისა და მისი თანაგუნდელებისთვის იტალიის მიმდინარე ჩემპიონატი მკერდზე სკუდეტოს ნიშნით დაიწყო, მაგრამ რთულად გაგრძელდა.

საშობაო საჩუქარი – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემი ქალიშვილები არიან. შობაზე ყველაფერს მათთან და მთელს ოჯახთან ყოფნა სჯობის. რასაკვირველია იყო საჩუქრებიც. სანტა კლაუსმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. ჩემს უფროს ქალიშვილს აძურა ჰქვია, რადგან ცისფერი ჩემი საყვარელი ფერია. ის აგრეთვე „ნაპოლის” ფერია. ჩემი გოგნას წყალობით მე ამ სიტყვას დღის განმავლობაში ბევრჯერ ვიმეორებ და ეს მას კიდევ უფრო ლამაზს ხდის.

სკუდეტო – სკუდეტოს მოგება თან აქ, ნეაპოლში, საოცრებაა.

თასიდან გამოთიშვა – „ფროზინონესთან” წაგების შემდეგ ვერ დავიძინე. რაც ფეხბურთელი ვარ ასეთ ცუდ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ამაზე აღარ უნდა შევჩერდეთ.

მაცარი – მწვრთნელის შეცვლა იმას ნიშნავს, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა. ძალიან ვწუხვართ, რომ ყველაფერი ასე აეწყო. ჩვენ მყისიერად გადავერთეთ მაცარიზე და მასთან სამუშაოდ მზად ვართ.