მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ 2023 წელს გუნდის გამოსვლა შეაჯამა.
„ძალიან კარგი წელი გვქონდა. 50 მატჩში მხოლოდ რვაჯერ წავაგეთ, 34-ჯერ მოვიგეთ და 104 გოლი გავიტანეთ. ასე რომ, წელი, დეკემბრიდან დეკემბრამდე, ძალიან კარგი გამოდგა“, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.
ამ დროისთვის, 18 ტურის შემდეგ, „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მესამე ადგილზეა.