ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა თქვა, რომ ნეიმარი გამოტოვებს 2024 წლის კოპა ამერიკას. მან ოქტომბერში გაიკეთა ოპერაცია მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგებსა და მენისკზე.
„დრო არ არის საკმარისი, ჯერ ადრეა, რისკზე წასვლას აზრი არ აქვს. ველით, რომ ის მზად იქნება დაბრუნდეს 2024-2025 წლების ევროპული სეზონის დასაწყისისთვის, აგვისტოში. მოთმინება გვმართებს, ცხრა თვეზე ადრე დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია,“ – თქვა ჟურნალისტებთან ბრაზილიის ეროვნული გუნდის ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ამერიკის თასი აშშ-ში 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

