ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.წყალტუბოს „სამგურალის” უკრაინელ მთავარ მწვრთნელს ალექსანდრ პოკლონსკის კონტრაქტი დუსრულდა და კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძლება აღარ ისურვა.

მის ნაცვლად ახალი სეზონიდან წყალტუბოელებს მიხეილ აშვეთია გაწვრთნის, რომელიც აქამდე „სამგურალის” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

46 წლის აშვეთია პროლიცენზიის მფლობელია და სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს — წლების წინ მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი იყო. 2021 წლიდან ის გახლდათ „სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.