Detroit Pistons try to snap 18-game skid vs. Orlando Magic„ორლანდო მეჯიქმა“ ორმატჩიანი წაგება სერია შეწყვიტა და შინ „დეტროიტ პისტონსი“ 123:91 გაანადგურა. ფლორიდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო გოგა ბითაძემ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-17 მატჩი ითამაშა.

ბითაძემ „დეტროიტთან“ მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და 13 ქულა შეაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მოაყოლა. გოგას მოედანზე ყოფნის პერიოდში „ორლანდომ“ „დეტროიტს“ 26 ქულით აჯობა, რაც ფლორიდელთა გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება ორლანდოში ყველაზე შედეგიან მოთამაშეებს: გერმანელი ფრანც ვაგნერი 27 ქულით გამოირჩა, პაოლო ბანკერომ კი, 24 ქულა ჩააგდო. 15 მოგებითა და 7 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა.

შემდეგი მატჩი გოგას გუნდს 11 დეკემბერს, შინ „კლივლენდთან“ ელის.

დილითვე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, მაგრამ ჩვენებურის გუნდი ისევ დამარცხდა, ხოლო ქართველ ფორვარდს არ უთამაშია. ტეხასელებმა შინ 112:121 წააგეს „ჩიკაგო ბულსთან“ და ეს გრეგ პოპოვიჩის გუნდის ზედიზედ მე-16 მარცხია. „სან ანტონიო“ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და მომდევნო მატჩი სტუმრად, „ჰიუსტონ როკეტსთან“ ელის.