აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.შაბათს, 9 დეკემბერს მოხდება ის, რაზედაც ქართველ მორაგბეთა ყველა თაობა ოცნებობდა – ქართულ გუნდს ევროპულ საკლუბო ტურნირში დებიუტი ექნება. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ EPCR-ის ეგიდით რანგით მეორე ევროთასის ჯგუფური ეტაპის სტარტზე საკმაოდ სახელოვან ინგლისურ კლუბ „გლოსტერს“ დაუპირისპირდება!

რაგბის თემში საზეიმო განწყობაა – სულ რამდენიმე წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ გვიწევდა, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირის ახალ მენეჯმენტსა და პირადად პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ამბიციას და მიზნისკენ მიმავალ გზაზე მეთოდურ მუშაობას ვერ დაუწუნებს კაცი – „შავი ლომი“ ჩელენჯ კაპზეა!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, „შავ ლომს“ წარმატებას ვუსურვებთ და შეგახსენებთ, რომ თამაში შაბათს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. დასაწყისი 17:00-ზე.

ჰო, და კიდევ: გუნდის შემადგენლობას, კერძოდ კი მარქაფას მირიან მოდებაძე დაემატება. ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა საფრანგეთში, მსოფლიო თასზე ფიჯელებთან მატჩში უმძიმესი ტრავმები მიიღო, რამდენიე ოპერაციაც გადაიტანა და 9 დეკემბრისთვის მწყობრში ჩადგომა მაინც მოახერხა!

ეს კი „შავი ლომის“ სრული შემადგენლობა, რომელიც „გლოსტერს“ დაუპირისპირდება:

  1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი),13. გიორგი კვესელაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.