ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის „მანჩესტერ სიტის“ განაცხადში მოხვდა. ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
შეგახსენებთ, რომ სიტის ნახევარმცველს ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიმდინარე წლის აგვისტოდან არ უთამაშია. ის აგრძელებს ფეხის ტრავმის მოშუშებას.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჯედაში (საუდის არაბეთი) 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების წყალობით მიიღო. ტურნირის ნახევარფინალში მექსიკურ „ლეონს“ ან იაპონურ „ურავა რედ დიამონდსს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის კევინ დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.