„სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (1993 წლიდან), რომელზეც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაჯილდოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ მოვიდა.
დაჯილდოებას ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ უცნაურია ასეთი არყოფნა. სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „სარბიელის“ ჯილდოს ორ-ორგზის მფლობელები არიან. სხვა თუ არაფერი, დაჯილდოებაზე მოვიდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია, მურთაზ შელია, ვახტანგ ქორიძე. იყვნენ სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და თბილისის მერიის წარმომადგენლები…
ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი დიდი ვარსკვლავი მანუჩარ მაჩაიძე სპეციალური პრიზითაც დავაჯილდოვეთ გამიორჩეული ღვაწლისთვის. ფედერაციიდან კი არავინ მოვიდა. ამით პირველ ყოვლისა ის 85 სპორტული ჟურნალისტი არ დააფასეს, რომლებმაც ამ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა. ალბათ, ჟურნალისტზე არიან ნაწყენები, უეფას რეგლამენტი რატომ არ წაიკითხესო…