Geo Team on X: "????"Norway has Haaland? We Have Guram Kashia! I don't want  to say more" - Said Georgian National Team coach Willy sagnol after he was  asked, how could Georgiaნიონში გამართული წილისყრის შედეგად ევრო 2024-ის ფინალური შეხვედრის მასპინძელი გამოვლინდა. საქართველოს ნაკრები 21 მარტს ლუქსემბურგთან წარმატების შემთხევავში, 26 მარტს ფინალური შეხვედრის მასპინძელი იქნება.

წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა:

ვილი სანიოლი „ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. კარგია, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა, ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიისა და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს.