Breaking News

მეცში გავუმკლავდი, აიაქსშიც შევძლებ…

„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გამოცხადდა. „აიაქსის“ ფორვარდმა სანაკრებო მატჩებზე და საკლუბო ამბებზე ისაუბრა.

„მომავალ თამაშებისთის მზად ვართ და არც მოტივაცია გვაკლია. ამ შეხვედრებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

„აიაქსში“ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები, დამატებითაც ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთადაა და ეს მაძლიერებს. რთული პერიოდი „მეცშიც“ მქონდა და გავუმკლავდი, „აიაქსშიც“ მოვახერხებ და ავთამაშდები.

მთავარმა მწვრთნელმა დამაიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვშრომობ, რომ ვითარება შევცვალო. გუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მათგან ბევრს ვსწავლობ“.

 

გიორგი ვაშაკიძე

გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.