„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში „უნიონ ბერლინთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ სერია A-ს მორიგი ტურისთვის დაიწყო მზადება. კვირას, იტალიის ჩემპიონს „მილანი” ესტუმრება, რომელმაც „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგო და გამარჯვება სწყურია. კრიტიკის ქარცეცხლში გამოვლილი რუდი გარსიასა და მისი გუნდისთვის მილანელებთან მატჩი გამოცდის ხასიათს ატარებს. სწორედ ამიტომ გახლდათ ორმაგად მნიშვნელოვანი ცნობა ანდრე-მარკ ზამბო ანგისას ჯანმრთელობის უკეთესობის შესახებ.
ხუთშაბათს, კასტელ ვოლტურნოში, კონამის საწვრთნელ ცენტრში გამართული ვარჯიშის პირველ ნახევარში კამერუნელი გუნდთან ერთად იყო, მეორე ნახევარში კი ინდივიდუალურად ემზადებოდა.
რაც შეეხება დაშავებულ ვიქტორ ოსიმენს, მან პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაითანხმა და რამდენიმე დღით გაითავისუფლა თავი. ის გუნდთან ერთად არ ყოფილა.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

