მიუნხენის „ბაიერნმა“ აღარ მოისურვა ჯერომ ბოატენგთან კონტრაქტის გაფორმება მისი ოჯახურ ძალადობაში მონაწილეობის და სასამართლო პროცესის გამო.
ბოატენგთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება სპორტულ მიზეზებს არ უკავშირდება. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა არ არის მზად იმ რეპუტაციის ხარჯებისთვის, რაც შეიძლება გაიღოს ბოატენგის მიმდინარე სასამართლო პროცესის გამო. ფეხბურთელს ყოფილ შეყვარებულზე თავდასხმასა და შეურაცხყოფაში ედება ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ წინანდელი ნასამართლობა გაუქმდა, პროცესი მალე განახლდება მიუნხენის რეგიონულ სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბოატენგი დამნაშავედ ცნეს ოჯახური ძალადობის საქმეში. მას ყოფილი შეყვარებულისთვის 1,8 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადა, თავად ფეხბურთელმა დანაშაული უარყო.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
