შვეიცარიაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა, რომელზეც იმ ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც 2028 და 2032 წლების ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებენ.
2028-ში ტურნირი ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთმა კანდიდატურა მოხსნა. თურქებმა იტალიასთან ახალი ერთობლივი განაცხადი წარადგინეს 2032 წლის ევროპის ჩემპიონატზე და დასტური მიიღეს, რადგან კანდიდატები მხოლოდ ისინი იყვნენ.
ინგლისისთვის ეს მეორე ევრო იქნება ისტორიაში. პირველი 1996 წელს გაიმართა.
მატჩები სავარაუდოდ გაიმართება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ბელფასტი, ბირმინგემი, კარდიფი, დუბლინი, გლაზგო, ლივერპული, ლონდონი (ორ არენაზე), მანჩესტერი და ნიუკასლი.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

