საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის 21-წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით გუნდმა დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე ივარჯიშა. ტრავმის გამო, მოახლოებულ მატჩებში ახალგაზრდულ ნაკრებს ბერძნული პაოკ-ის ფორვარდი – ვასილიოს გორდეზიანი ვერ დაეხმარება.

ნაკრბმა საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით დაიწყო, ლეგიონერები – გიორგი კვერნაძე, ლუკა გაგნიძე და ზურაბ რუხაძე მოსამზადებელ ეტაპს 10 ოქტომბერს შეუერთდებიან.

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).