კვირას, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე „ნაპოლი” „ფიორენტინას” მასპინძლობს. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, მოსალოდნელია, რომ რუდი გარსიამ ამ შეხვედრაში „რეალთან” ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობა ხუთი ფეხბურთელით შეცვალოს.
„ელმასის გამოყენება შეიძლება როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ფრთაზე. „რეალთან” ის მარჯვენა ფრთაზე პოლიტანოს ნაცვლად შევიდა.
ფლანგზე თამაშის კანდიდატია რასპადორიც. ის მიმდინარე სეზონში ნამდვილი ჯოკერია.
მარიო რუიმ მადრიდელებთან ორი წუთი ითამაშა და დიდი შანსია, რომ „რეალთან” შემადგენლობაში იქნება.
ნახევარდაცვაში ზამბო ანგისას პირველი ალტერნატივა კაიუსტი გახლავთ.
ლინდსტრომი, რომელიც „ლეჩესთან” სასტარტო შემადგენლობაში იყო, არ არის გამორიცხული კვლავ პოლიტანოს ნაცვლად ვიხილოთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
