გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ახალ პოსტზე დებიუტისთვის ემზადება. გერმანიის ნაკრები ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატერებს – 14 ოქტომბერს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება, 18-ში კი მექსიკას.
ამ მატჩებისთვის იულიან ნაგელსმანმა 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა „ბუნდესგუნდში“ დააბრუნა მატს ჰუმელსი, რომელსაც ნაკრებში ევრო 2020-ის შემდეგ აღარ უთამაშია, ვეტერანებიდან ნაგელსმაის სიაშია თომას მიულერიც, მათ გარდა მწვრთნელმა რამდენიმე ახალ ფეხბურთელსაც უხმო.
გერმანიის ნაკრების სრული სია ასეთია:
მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ოლივერ ბაუმანი, ბერნდ ლენო, კევინ ტრაპი.
მცვლები: რობინ გოსენსი, მატს ჰუმელსი, დავიდ რაუმი, ანტონიო რუდიგერი, ნიკლას ზულე, ჯონათან ტა, მალიკ ტიაუ.
ნახევარმცველები: რობერტ ენდრიხი, იულიან ბრანდტი, კრის ფიურიხი, ლეონ გორეცკა, ილქაი გიუნდოგანი, იონას ჰოფმანი, ჯოშუა კიმიხი, ლეროი სანე, ჯამალ მუსიალა, პასკალ გროსი, ფლორიან ვირტცი.
თავდამსხმელები: თომას მიულერი, ნიკლას ფიულკრუგი, კაი ჰავერტცი, კევინ ბეჰრენსი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
