თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგა წინა სეზონის გამარჯვებულ „პრო რეკოსთან“ მატჩითა და მარცხით დაიწყო.
დეაინ სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 6:15 დამარცხდა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც დინამო 4:10 წააგო. შესვენების შემდეგაც „პრო რეკო“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ იმდენად თვალსაჩინო აღარ იყო. შემდეგი მატჩი „დინამოს“ უკვე შინ აქვს – 6 ოქტომბერს, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“, რომელიც პირველ ტურში ხორვატულ დუბროვნიკს შინ ფრედ (12:12) ეთამაშა და პენალტების სერიაში მოუგო.