Osimhen fury against Garcia: the sensational gesture at the substitution„ნაპოლის” ცუდი დროება უდგას. „ბოლონიასთან” შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენმა პენალტი ააცილა, არადა რომ გაეტანა, „აძური” ნავსს გაწყვეტდა, სამ ქულასაც მოიპოვებდა.

შეხვედრის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე რუდი გარსიამ ნიგერიელი ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა. თავდამსხმელი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ გააბრაზა, რაც მოედნიდან გასვლისას არ დაუმალავს. ის გარსიას რიცხვ ორიანს ანიშნებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი აზრით „ნაპოლი” ორი თავდამსხმელით თამაშზე უნდა გადასულიყო. ნიგერიელმა სათადარიგოთა სკამზე სპორტული ჟაკეტიც დაახეთქა. მოკლედ რომ ვთქვათ, „პარტენოპეელთა” რიგებში ნერვიული ატმოსფეროა.

თუმცა, იყო ასეთი ეპიზოდიც, როდესაც ოსიმენმა პენალტი ააცილა. ამ ეპიზოდში გარსია სკამიდან წამოხდა და ნიგერიელს ფრანგულად გამამხნევებელი სიტყვები დაუყვირა: „მიდი ვიქტორ, მიდი!”

ოსიმენს 2019-2020 წლებში „ლილში” აქვს ნათამაშევი და ფრანგული შეძახილები წესით უნდა ესმოდეს.