რომაული გაზეთი, მთელს იტალიაში პოპულარული და გავლენიანი „კორიერე დელო სპორტი” ყოველთვის აქტუალური თემების ძიებაშია. ამჯერად მან ხვიჩა კვარაცხელიას თემას მიაქცია ყურადღება და პირველ გვერდზე გამოეხმაურა: Kvarasveglia! – დაწერა მან, რაც ხვიჩას გვარისა და იტალიური სიტყვის sveglia-ს გაერთიანებაა. „სველია” ქართულად სხვა რამ არის, იტალიურად კი გამოვიდა: კვარა, გაიღვიძე!
„კვარა, გაიღვიძე! „ნაპოლი” გელოდება. ექვსი თვეა გოლი არ გაგიტანია. ტაქტიკური დიკომფორტი და ცვლილებები: გარსიას მიმართ ემოცია არ აქვს. ხვიჩა აღარ იღიმება” — წერია „კორიერე დელო სპორტში”.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

