ლაშა ტალახაძე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია!!!
საჩხერელმა ძალოსანმა საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა.
ტალახაძემ ორჭიდის ჯამს ხელთ მცირე ოქროები აკვრასა და ატაცშის გამოაყოლა. ატაცში ლაშამ სამივე ცდა გამოიყენა: 208; 215 და 220 კგ და უშუალო კონკურენტ ყატარის წარმომადგენელ გორ მინასიანს საგრძნობლად აჯობა – 213. მესამე სომეხი ვარაზდათ ლალაიანი იყო – 212.
აკვრაში ტალახაძემ ორი ცდა გამოიყენა: ჯერ 245 კგ-იანი შტანგა ასწია, შემდეგ – 253. მესამე ცდაზე ლაშამ 260 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ ოქროს მედალი უკვე განაღდებული ჰქონდა.
ორჭიდში ტალახაძემ 473 კგ-ით მოახერხა პირველობა. ვერცხლი ერგო ვარაზდათ ლალაიანს, რომელმაც ჯამში 460 კგ დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაო გორ მინასიანს (459 კგ).