იტალიური, კერძოდ ნეაპოლური მედია „ჯენოასა” და „ნაპოლის” ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ყურადღებას ამახვილებს იმ ეპიზოდზე, როდესაც რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ალესიო ძერბინით შეცვალა. ეს თამაშის 89-ე წუთზე მოხდა. ტელეკამერამ ქართველი გარემარბის უკმაყოფილო სახე დააფიქსირა. tuttonapoli ამას კვარაცხელია vs გარსია უწოდა. პორტალი წერს:
„ქართველი გაკვირვებული დარჩა, როდესაც 90-ე წუთზე ის შეცვალეს და მის მაგივრად მოედანზე შეიყვანეს არა სიმეონე ან ლინდსტრომი, არამედ ძერბინი. ეს იყო უაზრო, გასაოცარი ცვლილება. თავად კვარაცხელიამაც კი ვერ შეიკავა თავი ბრაზის გამომხატველი ჟესტისგან. მისი გამომეტყველება და ხელის მოძრაობა მხოლოდ ერთს ნიშნავდა: „რას აკეთებ?” ეს კითხვა „ნაპოლის” მწვრთნელისკენ იყო მიმართული. იმ მწვრთნელისკენ, რომელიც გულშემატკივარს უკვე არ მოსწონს”.
საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ გარსიამ თქვა, ძერბინი მოედანზე შეცვლას იმსახურებდა და იმედი მქონდა, რომ ის შეხვედრაში გარდატეხას შეიტანდაო. ერთხელაც შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ნაცვლას ძერბინი 89-ე წუთზე(!) შევიდა.