WORLDSPORT.GEბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ორი მედალი აქვს – მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილს ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო შოთა ფარტენაძეს (61) წილად ბრინჯაო ხვდა.

პეტრიაშვილმა ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო: კვალიფიკაციაში ბალი სოუ 9:3 დაამარცხა; მერე აბდულა კურბანოვს 6:5 მოუგო; მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 3:1 აჯობა; ნახევარფინალში ამერიკელ მეისონ მარკ პერისს დაძაბულ ბრძოლაში 8:6 სძლია. ფინალში ჩვენებური ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:11 დამარცხა. ის კი არა, გაბრაზებულმა მეტოქეს ალიყურიც კი უთავაზა, რისთვისაც გაფრთხილება მიიღო. ფინალში მარცხის მიუხედავად გენო პეტრიაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიიღო.

ფარტენაძემ მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ ვალენტინ ბლიასეცკის აჯობა. მოჭიდავეებმა 5-5 ქულა აიღეს, მაგრამ ქართველს უფრო ხარიასხიანი შეფასების ქულა აღმოჩნდა და ბრინჯაოს ერგო. მანამდე ფარტენაძემ ანდრე ბეკრენუ (5:0) და ჯაჰონგირმირზა ტურუბოვი (5:3) დაამარცხა, ნახევარფინალში კი, აბასგაჯი მაგომედოვთან (0:10) შანსი არ ჰქონია.