დღე: სექტემბერი 13, 2023

Home 2023 სექტემბერი 13 (ოთხშაბათი)
ნიკო ლივერპულში
ჩანაწერი

ნიკო ლივერპულში

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ბილბაოს“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის შეძენით დაინტერესდა. 21 წლის ესპანელს „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, უილიამსის თამაშს აკვირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელის „ლივერპულში“ ტრანსფერი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს განხორციელდეს. პერსპექტიული ფორვარდის ტრანსფერის საკომპენსაციო თანხა 60 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში...

ორი ახალი დინამოში
ჩანაწერი

ორი ახალი დინამოში

თბილისის „დინამოში“ ესპანელი მცველი კიკე ლოპესი და ხორვატი შემტევი დენის ბუშნია ითამაშებენ. ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხნენ – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კიკე ლოპესი „დინამოში“ ავსტრალიური „მელბურნ ვიქტორიდან“ გადავიდა. მას თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია. ლოპესი „ალკორკონის“ აღზრდილია, უთამაშია კიდევ ერთ ესპანური გუნდში, „უნიონ ადარვეში“. ასევე ძალები მოსინჯა მექსიკისა...

ოცი წლის წინანდელი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა
ჩანაწერი

ოცი წლის წინანდელი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა

იტალიის ნაკრებმა უკრაინას 2:1 მოუგო. მასპინძელთა გოლები მე-12 და 29-ე წუთებზე „ინტერის” 23 წლის ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. უკრაინელთაგან ერთი საპასუხო კიევის „დინამოს” ვეტერანმა, 33 წლის თავდამსხმელმა ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. ამრიგად, „სკუადრა აძურას” ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 13 ქულით ინგლისი ლიდერობს. თამაშით ნაკლები და 7 ქულა აქვს...

ესპანეთი სუსტებს ბრდღვნის
ჩანაწერი

ესპანეთი სუსტებს ბრდღვნის

ესპანეთის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებში საუცხოო შედეგს მიაღწია. გასულ პარასკევს თბილისში, ქართველების კარში გატანილ შვიდ გოლს, სამშაბათს, გრანადაში, კვიპროსის კარში გატანილი ექვსი დაამატა და შეკრება ოთხ დღეში ცამეტი გოლით დაასრულა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოში მოსინჯული სასტარტო შემადგენლობა სამი კაცით შეცვალა, აქედან ორი ცვლილება იძულებითი იყო — დანი ოლმო და მარკო ასენსიო დაშავდნენ; მათ მაგივრად მოედანზე...

ცხადია, ისევ უშანსოდ…
ჩანაწერი

ცხადია, ისევ უშანსოდ…

რა უნდა ვთქვათ? უსახური ფეხბურთი და მორიგი მარცხი. საქართველოს ნაკრები ევროპული საშუალო დონის გუნდებთანაც კი უსუსტესად გამოიყურება და უშანსოდ აგებს. ვილი სანიოლის გუნდი ამჯერად ნორვეგიაში დამარცხდა – 1:2. ანგარიშმა არ მოგატყუოთ – ბრძოლა არ ყოფილა. ჩვენებმა საწყისი 15 წუთი ფეხბურთის მაგვარი ითამაშეს და შემდეგ მოედანზე ერთი გუნდი ბატონობდა. ნორვეგიელებმა ჩვენები დაჯაბნეს, აჯობეს ყველაფერში და დამსახურებულადაც...