ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა დამარცხებულების გასაკრიტიკებლად ენა ვერავის მოუბრუნდება. აბა, როგორ შეიძლება აუგის თქმა გუნდზე, რომელმაც ობიექტურად რამდენადმე ძლიერ მეტოქეს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებს, თამაშის დასაწყისშივე ორ მორაგბეს ტრავმის გამო კარგავს, მერე მათ სხვებიც ემატებიან, და გუნდი მაინც იბრძვის, ომობს, ბიჭები თავგანწირვით იცავენ თავს და შეტევებშიც მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ თამაშის ბოლო მეოთხედს დათმობენ და...
ფეხბურთელებს გარსიას ჩაძირვა რომ სდომებოდათ
იტალიურ პრესას უძლიერდება რწმენა, რომ „ნაპოლი” ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო ერთიანდება. იტალიელები წერენ, ფეხბურთელებს მისი „ჩაძირვა” რომ სდომებოდათ, „უდინეზესთან” თამაშზე უკეთესს ვერ ინატრებდნენო. გუნდმა კი პირიქით, ძალა მოიკრიბა და საუცხოოდ ითამაშა. ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” ამბობს: „ნეაპოლელები „უდინეზესთან” შეხვედრაში ბურთს სრულად აკონტროლებდნენ. ანგისა რეგულარულად ჩადიოდა ცენტრალური მცველების ხაზამდე. ის ამას ლობოტკაზე სტაბილურად აკეთებდა. თვალშისაცემი...
კვირის სუპერკლასიკოს ცეცხლზე ნავთი დაასხეს
არგენტინაში, „ბოკა ხუნიორსისა” და „რივერ პლეიტის” დაპირისპირება უბრალოდ თამაში არასდროს ყოფილა. ბუენოს აირესის ამ ორი გუნდის ქიშპობა 1913 წლიდან იღებს სათავეს. მას სუპერკლასიკო ჰქვია. დაპირისპირებას სოციალური საფუძველი აქვს. „ბოკა” იმთავითვე მუშათა კლასის საყვარელი გუნდი გახდა, ხოლო „რივერს” ყოველთვის უფრო მაღალი საზოგადოება უჭერდა მხარს. განა მარტო ბუენოს აირესის მოსახლეობას, „სუპერკლასიკო” მთელს არგენტინას ყოფს ორ ნაწილად. გამოკითხვებმა...
სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი
შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...
ვინ აგებს და ვინ იგებს ნაპოლის თამაშებს?
„ნაპოლი” გამარჯვების გზას დაუბრუნდა. იტალიის ჩემპიონმა „უდინეზეს” ლამაზად და დამაჯერებლად მოუგო 4:1. სტუმრები იმ ხორცის საკეპ მანქანაში აღმოჩნდნენ, რომელმაც გასულ სეზონში „პარტენოპეელებს” სკუდეტო მოუტანა. კვლავ გამოიჩინა თავი ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ხნის მონატრებული გოლი გაიტანა, პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი შეაგდო, ხოლო ჯოვანი სიმეონემ შარშანდელი ტრადიცია გააგრძელა და თავისი სიტყვა შეცვლაზე შესულმა თქვა. როგორც საიტი areanapoli...
ექვსი შეხვედრა მხოლოდ მესის და კვარას ჰქონიათ
ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან” შეხვედრაში დიდი ხნის ნანატრი გოლი გაიტანა. მეტიც, მან ამ მატჩში ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასიც მიაწოდა. Opta Italia-მ არ დაიზარა და ჯერ ქართველი გარემარბის ის შეხვედრები მოიძია, რომლებშიც მან გოლიც შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა. აღმოჩნდა, რომ „ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ ხვიჩას 6 ასეთი მატჩი ჰქონია: „ვერონასთან”, „სასუოლოსთან”, „იუვენტუსთან”, „სპეციასთან”, „ტორინოსთან” და ახალ სეზონში...
ვინ რამდენ მეგოლეზეა დამოკიდებული
სერია A-ს პირველ ექვს ტურში „ნაპოლის” შვიდმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. ეს ისეთივე „კარუსელია”, როგორიც „აძურიმ” გასულ სეზონში მოაწყო და წარმატებასაც მიაღწია. „უდინეზესთან” ბოლო ტურის შეხვედრაში გუნდს კიდევ ორი მეგოლე დაემატა — ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი სიმეონე. მანამდე თავი გამოიჩინეს, ვიქტორ ოსიმენმა, პიოტრ ჟელინსკიმ, მატეო პოლიტანომ, ჯაკომო რასპადორიმ და კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. იტალიაში ასეთივე შედეგი...
იმედგაცრუება ლუკაკუს გამო…
იტალიური „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი არ გეგმავს თავისუფალი აგენტების გაფორმებას ტრავმირებული თავდამსხმელის მარკო არნაუტოვიჩის ნაცვლად. შეეცდება გაახანგრძლივოს კონტრაქტი მცველ ფედერიკო დიმარკოსთან და გუნდის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუთი. „არნაუტოვიჩის შესაცვლელად თავისუფალ აგენტს არ დავიმატებთ. მალე შევხვდებით დიმარკოს კონტრაქტის გასაახლებლად. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ლუკაკუთი, მაგრამ წინ მივდივართ.“ მანამდე გუნდის მწვრთნელმა, სიმონე...
ქრთამი და ბარსელონა
„ბარსელონა“, შესაძლოა, ლა ლიგადან და ევროპული შეჯიბრებიდან მოკვეთონ „ბარსელონას“ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე ნეგრეირას მოსყიდვაში წაუყენეს ბრალი. „ბარსელონას“ საგამოძიებო სასამართლოს ხელმძღვანელმა, ხოაკინ აგირემ, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს, კლუბის მხრიდან ნეგრეირისთვის 7,5 მილიონი ევროს გადახდა დანაშაულად მიიჩნია. თავად ნეგრეირას, მის შვილს, ასევე „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ ბარტომეუს და სანდრო როსელს...
დიოსკურები არსად წასულან
ვინაიდან იტალიური ფეხბურთი შედეგზეა დაფუძნებული, ბოლონიაში ვიქტორ ოსიმენის მიერ თამაშის დამთავრებამდე თხუთმეტიოდე წუთით ადრე პენალტის ვერ-გატანა დიდ შეცდომად ჩათვალეს. არადა, ყველას ვისაც აღმოაჩნდა კეთილი ნება წაეკითხა ჩემი წერილი კარგად მოეხსენება, რომ მე „ნაპოლის” თამაში პოზიტიურად აღვიქვი და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ პატივს არ ვცემ, შედეგზე მთელი პასუხისმგებლობის რუდი გარსიასთვის დაკისრებას მოვერიდე. წუხელ, დამტკიცდა, რომ რასაც...









