„ბარსელონას“ ახალწვეულმა ილკაი გიუნდოგანმა, ჟურნალისტებთან ივარაუდა, თუ ვინ შეიძლება მოიგოს „ოქროს ბურთი“ 2023 წელს.
„პრიზი ლიონელ მესის ან ერლინგ ჰოლანდს უნდა ერგოს. მათ ახლოს ვერავის ვხედავ. თუმცა მიხარია, რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,“ – ციტირებს გიუნდოგანს სიტყვებს Mundo Deportivo.
32 წლის გიუნდოგანმა ამ ზაფხულს კატალონიურ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.