„დინამო თბილისსა“ და „ბაზელს“ შორის გაბრიელ სიგუას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება შედგა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შვეიცარიულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2028 წლის ზაფხულამდე შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ კლუბში ითამაშებს, – ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ სიგუამ პირველი კომენტარი „ბაზელის“ ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა:
„მოხარული ვარ, რომ „ბაზელთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმე. „ბაზელი“ შვეიცარიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული კლუბია. დარწმუნებული ვარ, აქ თამაში ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და განვითარებაში დამეხმარება – ეს კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარების შესანიშნავ შანსს აძლევს“.