გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობაში დიდი საკადრო წმენდა განხორციელდა. კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

გენერალური დირექტორის ვაკანსია მიუნხენელებმა მალევე შეავსეს – ამ თამანდებობაზე იან-კრისტიან დრიზენი დაინიშნა, სალიჰამიჯიჩის პოსტი კი აქამდე ვაკანტური იყო, ამიერიდან კი ეს ვაკანსიაც შეივსო – „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორად კრისტოფ ფროინდი დაინიშნა.

46 წლის ფროინდს „ბაიერნამდე“ ანალოგიური თანამდებობა ავსტრიის ჩემპიონ „ზალცბურგში“ ეკავა.

ახალი დირექტორი „რეკორდმაისტერში“ მოვალეობის შესრულებას 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება.

იან-კრისტიან დრიზენი („ბაიერნის“ გენერალური დირექტორი): „მოხარული ვართ, რომ კრისტოფ ფროინდის სახით ჩვენს გუნდს შემოუერთდა ძალიან წარმატებული და გამოცდილი ადამიანი. გვჯერა, კრისტოფი, თომას ტუხელის სამწვრთნელო შტაბი და ტექნიკურ დირექტორ მარკო ნეპე ერთობლივი მუშაობით „ბაიერნს“ დიდ წარმატებებს მოუტანენ.

შევთანხმდით, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდს ფროინდი „ზალცბურგთან“ ერთად ჩაამთავარებს, „ბაიერნში“ კი საქმიანობას ოფიციალურად 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ავსტრიული კლუბის მმარღველ დირექტორს შტეფან რაიტერს კონსტრუქცული მოლაპარაკებებისთვის“.

კრისტოფ ფროინდი („ბაიერნის“ სპორტული დირექტორი): „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ მივხვდი, რომ მსურდა ამ დიდი გამოწვევის მიღება. მოუთმენლად ველდები სექტემბრის დადგომას. მთელ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ, რომ „ბაიერნი“ მომავალშიც ისეთივე ძლევამოსილი და წარმატებული კლუბი იყოს, რომელიც მყარად დაიმკივდრებს ადგილი მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის, როგორც ეს აქამდეც იყო. მადლობელი ვარ „ზალცბურგის“ ხელმძღვანელობის. ამ კლუბში 17 დაუვიწყარი წელი გავატერე და ახლაც დარჩენილ დროში სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ზალცბურგი“ მომავალ სეზონს გაძილერებილი შეხვდეს“.

კრისტოფ ფროინდი ზალცბურგში დაიბადა. ფახბურთელობის დროს ავსტრიის პირველი დივიზიონის კლუბში თამაშობდა. აქედანვე დაიწყო მისი სამენეჯერო კარიერაც. 2012 წლის ზამთარში ის „ზალცბურგის“ სპორტული კოორდინატორი გახდა, 2015-2016 წლების სეზონში კი სპორტული დირექტორის პოსტზე რალფ რანგნიკი შეცვალა.