calciomercato წერს, რომ მეკარე ანდრე ონანას „ინტერიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას წინ ვეღარაფერი დაუდგება. დარჩა თითო-ოროლა საკითხის შეთანხმება რაც რამდენიმე საათის ან მაქსიმუმ დღის ამბავიაო, აცხადებს პორტალი. ამრიგად, კამერუნელი კარის მცველი „აიაქსის” დროინდელ მენტორს ერიკ ტენ ჰაგს შეუერთდება.

Intrigue Lukaku: there is the shadow of Juve!  The position of Inter Milan and Chelseaევროპული მას მედია თანხმდება, რომ ონანას ამბავი „საპნის ოპერას” დაემსგავსა ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ სერიალივით გაიწელა, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა — ამ უქმეებზე „ინტერი” და „იუნაიტედი” საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ: „ონანა” დატოვებს კლუბს, რომელსაც ერთი წლის წინ შეუერთდა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მაგრამ უპირველესად ის ვთქვათ, თუ რაზე მოილაპარაკეს მანჩესტერელებმა და თავად ფეხბურთელმა: ონანა „იუნაიტედში” ხუთი (4+1) წლით გადავა. მისი გასამრჯელო სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.

რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, ინგლისური კლუბი მილანელებს 55 მილიონ ევროს სთავაზობს (50 მილიონს პლუს 5 მილიონიც ბონუსების სახით), რაც მაქსიმალურად ახლოს არის 60 მილიონთან, რომელსაც ჯიუტად ითხოვდა „ინტერი”. რასაკვირველია, ორმოცდათხუთმეტი სამოცი არ არის, მაგრამ როგორც წერენ, „ინტერისთვის” უარის თქმას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან მიიღებს თანხას, რომლის წყალობითაც სიმონეს ინძაგის დაცვის ხაზს გაუძლიერებს.

აგრეთვე „ინტერი” შეიძენს ონანას შემცვლელს: მილანური კლუბი ორი მიმართულებით აპირებს მუშაობას: „ბაიერნის” ვეტერანი მეკარის, შვეიცარიელი იან ზომერისა „შახტარის” უკრაინელი გოლკიპერის ანატოლი ტრუბინის მიმართულებით. შვეიცარიელის გამოსასყოდად 6 მილიონი ევროც საკმარისი იქნება, თუმცა არის მეორე ვარიანტიც: მილანელებმა ბავარიელებს თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის მისაღები ვარიანტი უნდა შესთავაზონ. „ინტერის” მთავარი სამიზნე კი როგორც ჩანს მაინც ტრუბინია. უკრაინელები თავიანთ კარის მცველს 35 მილიონად აფასებენ, მილანელებს კი 15 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდათ, თუმცა ონანაში აღებული ფული ვაჭრობის თამამად დაწყების შესაძლებლობას ნამდვილად მისცემთ.

და ბოლოს, „ინტერს” ონანას გაყიდვა რომელუ ლუკაკუს დაბრუნებაში დაეხმარება. ბელგიელის მეპატრონე „ჩელსი” 40 მილიონ ევროს ითხოვს, „ნერაძური” კი 30 მილიონად აპირებდა გამოსვლას.

ლუკაკუსთან დაკავშირებით ისიც უნდა დავძინოთ, რომ ვაჭრობაში ჩაერთო „იუვენტუსი”, ოღონდ ტურინელებს ოპერაციის წამოწყებისთვის ჯერ დუშან ვლაჰოვიჩის „პარი სენ ჟერმენში” გაყიდვა სჭირდებათ.

ასეა თუ ისე, ონანას ტრანსფერი სამ დღეში უნდა მოგვარდეს. 17 ივლისს „მანჩესტერ იუნაიტედი” აშშ-ში იწყებს სეზონისწინა ტურნეს და ტენ ჰაგს მეკარის წაყვანა სჭირდება.