„ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სატელევიზიო არხ „სპორტიტალიას” „აძურის” შესახებ რამდენიმე სიტყვა უთხრა.
„გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩემი ოჯახის სასარგებლოდ მივიღე, დიდი გულისდაწყვეტა მომიტანა — მომიხდა ისეთი ძლიერი კლუბის დატოვება, როგორიც „ნაპოლია”. დავემშვიდობე ნეაპოლის ფეხბურთში შეყვარებულ სამყაროს”.
შემდეგ სპალეტიმ მომავლის შესახებაც გამოთქვა თავისი მოსაზრება.
„კლუბმა უდიდესი სამუშაო გასწია. ჩემს მემკვიდრეს, რუდი გარსიას მინდა მშვიდად მუშაობა ვურჩიო. თუ ჩვენ „ნაპოლი” გვიყვარს, მშვიდად მუშაობა აუცილებელია. ფრანგი მრავალმხრივ გამოცდილი სპეციალისტია…
…იშოვის დე ლაურენტისი ისეთ მყიდველს, რომელიც მას ვიქტორ ოსიმენში 200 მილიონ ევროს გადაუხდის? არ ვიცი. შესაძლოა 200 მილიონი არც კი იყოს საკმარისი”, — დასძინა ჩერტალდოელმა მწვრთნელმა.