სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა.
იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა.
გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა, რვა საგოლე გადაცემა შეასრულა და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, დიდი ალბათობით, ქართველი თავდამსხმელი გუნდს შეიცვლის.