პიერლუიჯი გოლინი მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში” ითამაშებს. ის ალექს მერეტის შემცვლელი იქნება. როგორც „სქაი სპორტი” წერს, „პარტენოპეელებმა” „ატალანტასთან” შეთანხმებას მიაღწიეს და გოლინის ოჯარა გაახანგრძლივეს. იჯარის საფასურია 400 000 ევრო. „ნაპოლის” აქვს ფეხბურთელის 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა.